საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიასპორისათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა და სიტყვით მიმართა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, საქართველო უკვე გახდა ემიგრაციის ქვეყანა. პრეზიდენტის განმარტებით, უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის, ვინც სამწუხაროდ, სხვადასხვა პირობებში დაკარგა მოქალაქეობა, ახლა არსებობს მოქალაქეობის აღდგენის საშუალება, რაც კიდევ უფრო უნდა გამარტივდეს