მაღალმთიანეთში აცრებზე მეტ ხელმისაწვდომობას ითხოვენ

16 სექტემბერი 2021, 15:22 963 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთში მოსახლეობა აცრებზე მეტ ხელმისაწვდომობას ითხოვს. იმის გათვალისწინებით, რომ მაღალმთიან სოფლებში ადგილზე ამბულატორიებში ჯერ-ჯერობით ვაქცინაცია არ დაწყებულა, ასაცრელად მოსახლეობას მუნიციპალურ  ცენტრებში  უწევს  მისვლა.  სოფლებში ვაქცინაციის პუნქტები ორშაბათიდან უნდა გაიხსნას, რამდენიმე მუნიციპალიტეტში კი ეს სერვისი უკვე მოქმედებს. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, მედიკოსებმა გადამზადების კურსი უკვე გაიარეს, გარდა ამისა სოფლებში მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მოძრავ ამცრელ პუნქტებშიც აიცრან.  ირკვევა რომ თუ აგვისტოში აჭარაში ყოვეკლდღიურად საშუალოდ 3,500-მდე  ადამინი იცრებოდა, ახლა ეს რიცხვი ათასით შემცირდა. ვაქცინაცია სამიზნე მაჩვენებელს რომ გაუტოლდეს, ყოველდღიურად 3 დან 4 ათასამდე აცრა უნდა ჩატარდეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი