''ნაციონალური მოძრაობის'' კანდიდატი პროკურატურაში დაბარებას მუქარად აფასებს 

16 სექტემბერი 2021, 11:03 1211 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საქართველოს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული.

არჩილ ჯაფარიძე უწყებაში გამოცხადებას არ აპირებს. მისი თქმით, ეს არის წინასაარჩევნოდ მუქარის მცდელობა, რადგან პროკურატურაში გაურკვეველი მიზეზით დაიბარეს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, საქმე ეხება ივნისის თვეში თითქოს მის მიერ საეჭვო პიროვნებასთან განხორციელებულ ზარს.

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' სიით პირველი ნომერი აღნიშნულ ფაქტს უარყოფს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი