''ნაციონალური მოძრაობა'' ახალსოფელში ერთ-ერთ სკვერში დაუსრულებელ სამუშაოებს აპროტესტებს.
ოპოზიციის განცხადებით, ადგილი, სადაც ბავშვთა გასართობი ატრაქციონები და საბავშვო მოედანი უნდა მოეწყოთ, ივლისში უნდა დასრულებულიყო. მიშა ბოლქვაძის თქმით, შპს „თამუნას“ სამუშაოებისთვის 110 000 ლარიც ჩაურიცხეს.
ირკვევა, რომ სკვერის მოსაწყობად ახალი ტენდერი გამოცხადდება, წინა კომპანიასთან კი არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო ხელშეკრულება შეწყდა.