ქედაში საარჩევნო სიაში 15 652 ამომრჩეველია

15 სექტემბერი 2021, 11:49 1340 ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან  ამომრჩეველთა ერთიანი სიისთვის საბოლოო მონაცემებს ელოდებიან.

დაზუსტებული სიები რამდენიმე დღეში საოლქო საარჩევნო კომისიებს გადაეცემა. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანის ვადა უკვე ამოიწურა. ცვლილებების ძირითადი ნაწილი აჭარაში გარდაცვალების ფაქტებს შეეხებოდა.

ამ ეტაპისთვის საოლქო საარჩევნო კომისიები გადასატან ყუთზე ამომრჩეველთა რეგისტრაციაზე მუშაობენ, რომლის ვადაც 29 სექტემბრამდე  აქვთ.  

დღეს გაირკვევა შეიცვლება თუ არა ამომრჩეველთა რაოდენობა მინიციპალიტეტებში. თუმცა ქედაში ამბობენ, რომ  დიდი სხვაობა არ იქნება. ამ დროისთვის  31 საარჩევნო უბანის ერთიან სიაში 15 ათას 652 ამომრჩეველი ჰყავთ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში