ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის პირველი გამარჯვებულები ცნობილია

14 სექტემბერი 2021, 13:03 2838 ნახვა

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის პირველი გამარჯვებულები ცნობილია. უნდა გადახვიდეთ ლინკზე https://stopcov.lotto.ge, სადაც მითითებულ გრაფაში პირადი ნომერი უნდა შეიყვანოთ. 

გამოქვეყნებულია 14 სექტემბერს გამარჯვებული მოქალაქეების სრული სიაც. მათ შორის 16-მდე პირი აჭარიდან არის. 

STOPCOVID ლატარია აიცერი და მოიგე ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით იმართება. ლატარია 2021 წლის 13 სექტემბრიდან დაიწყო და გაიმართება 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად 1 000, 1 500, 5 000 და 10 000 ლარი, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს გაიმართება და საპრიზო ფონდი 100 000 ლარი იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი