დონორები ავღანეთის დასახმარებლად მილიარდ დოლარს გამოყოფენ

14 სექტემბერი 2021, 10:07 618 ნახვა

მსოფლიოს ქვეყნები ავღანეთის დასახმარებლად, საერთო ჯამში, მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის პირობას დებენ. ამის შესახებ ჟენევაში გაეროს გამართულ კონფერენციაზე გახდა ცნობილი.

გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა და ზამთრის მოახლოებასთან ერთად ბევრი ადამიანი შესაძლოა საკვების გარეშე დარჩეს.

ანტონიო გუტიერეში "თალიბანს" ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებლებისთვის შეუფერხებელი წვდომისკენ მოუწოდებს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი