ლიეტუვაში აუცრელი მოქალაქეების მიმართ შეზღუდვები დაწესდა. ადგილობრივი მედიის თანახმად, ამ რეგულაციის მიზანი მოსახლეობის მოტივაციაა, რათა ადამიანები აიცრან.
ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, არავაქცინირებულები 13 სექტემბრიდან ვერ შევლენ მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, ასევე არასასურსათო მაღაზიებში. მათ არ მოემსახურებიან საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და ისინი საზოგადოებრივ ღონისძიებებს ვერ დაესწრებიან. ასევე, დამსაქმებლის გადაწყვეტილებით, მათ, შესაძლოა სამსახური დაკარგონ.
ივლისიდან ლიეტუვაში მოქმედებს სპეციალური პასპორტი, რომელიც გაიცემა ვაქცინირებულებზე, ასევე პირებზე, ვისაც გადატანილი COVID-19-ის შედეგად საკმარისი რაოდენობის ანტისხეულები გამოუმუშავდა.