ჩრდილოეთ კორეამ შაბათ-კვირას ახალი შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტა წარმატებით გამოსცადა- ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია იუწყება.
ანალიტიკოსების აზრით, ეს შესაძლოა ქვეყნის პირველი ასეთი იარაღი იყოს, რომელსაც ბირთვული შესაძლებლობები გააჩნია.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, რაკეტებმა სამიზნეების მიღწევამდე და ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ჩაშვებამდე 1 500 კილომეტრი იფრინეს.