საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგა 1 თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დღეს 23-ე ტურის მატჩებით განახლდა. გახსნით შეხვედრაში ამ დროისთვის ქობულეთის "შუქურა" წყალტუბოს "სამგურალს" ეთამაშება.
21:00 საათზე კი თბილისის "საბურთალო" ბათუმის "დინამოს" მიიღებს. ზღვისპირელები 46 ქულით გათამაშების ლიდერები არიან, "საბურთალო" კი 35 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს. საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეროვნული ლიგის მატჩები გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება. ‘’საბურთალოსა’’ და ‘’დინამო’’ ბათუმის შეხვედრის პირდაპირ ტრანსილაციას 21:00 საათზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.