20 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან

11 სექტემბერი 2021, 12:10 1775 ნახვა

20 წელი 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმიდან. ამ დღეს ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა 4 თვითმფრინავი გაიტაცეს. 2 თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებს შეეჯახა. მსოფლიო სავაჭრო ცენტრების ორივე შენობა - 110-სართულიანი ტყუპი ცათამბჯენები 2 საათზე ნაკლებ დროში განადგურდა. ერთი თვითმფრინავი თავს დაესხა პენტაგონის შენობას. მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი, სადაც ტერორისტებს ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, პენსილვანიაში ჩამოვარდა. ტერაქტების შედეგად 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

მათგან 246 ადამიანი გატაცებული თვითმფრინავის მგზავრი იყო;  2 606-ი მოქალაქე ცათამბჯენებში დაიღუპა. პენტაგონში მოკლეს 125 ადამიანი. ცათამბჯენების ადგილას ახლა გარდაცვლილთა მემორიალი და მუზეუმია. 11 სექტემბრის შემდეგ აშშ-მა ერაყსა და ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაციები დაიწყო. 2011 წელვე პაკისტანში ალ კაიდას ლიდერი, ოსამა ბინ ლადენი მოკლეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი