გიორგი გახარიას პარტიიდან წევრების გადინება გრძელდება

11 სექტემბერი 2021, 12:25 1169 ნახვა

ექსპრემიერის  ხულოს  ორგანიზაცია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა. წასვლის შესახებ განცხადება ამჯერად  პროპორციული სიის წევრმა დაწერა. თორნიკე თაფლაძემ რეგისტრაციიდან მოხსნის მოტივად საზღვარგარეთ წასვლა დაასახელა.

მან გიორგი გახარიას  პარტიის დატოვების შესახებ განაცხადი  გუშინ გააკეთა.  ადგილობრივ ოფისში კი განმარტეს, რომ  გუნდის დატოვება  მმართველი პარტიის ზეწოლებს უკავშირდება. გია აბულაძე განმარტავს,  რომ  სიის წევრმა ოჯახის წევრის საჯარო სამსახურში მუშაობის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება.  პარტია დატოვეს შუახევშიც სამმა წევრმა. ცნობისთვის,  პოლიტიკური სუბიექტი ხულოს ორმა მაჟორიტარმაც დატოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი