უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობა არსებობს.
გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა სურს. „ვფიქრობ, რომ შეიძლება, ეს მოხდეს”, - უპასუხა ზელენსკიმ იალტის ევროპული სტრატეგიის სამიტზე გამოსვლისას კითხვას, არსებობს თუ არა რუსეთთან ომის დაწყების რეალური შესაძლებლობა.
ზელენსკიმ თქვა, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა იმაზე უკეთესია, ვიდრე აქამდე, მაგრამ უკრაინას მკაფიო პოზიცია არ მიუღია იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ქვეყანას ნატო-ს ალიანსში გაწევრიანება.