ღია საერთაშორისო ტურნირი

09 სექტემბერი 2021, 14:02 763 ნახვა

მეორე დღეა ბათუმის სპორტის სასახლე ბათუმის უშუს ღია საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. დღეს გაიმართა საჩვენებელი გამოსვლები იარაღით და უარაღო, ტაოლუს სტილში.

სამი ოქროს მედალი მოიპოვა ბათუმელმა არკადი საზონოვმა, რომელიც გამარჯვებული გახდა როგორც ტაოლუს, უიარაღო სტილში, ასევე ხმლითა და ჯოხით ასპარეზობაში.

მეორე ბათუმელმა დიმიტრი ზუბოვმა კი ოქროს მედალი უიარაღო  სტილით გამოსვლაში მოიპოვა.

შეჯიბრებები  დაიწყო  ასევე კონტაქტურ ორთაბრძოლა სანდაში, სადაც საქართველოს ნაკრების წარმომადგენლები მედლებისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

ტურნირი ხვალ მთავრდება და  გამარჯვებულთა და პრიზიორთა ვინაობა საბოლოოდ ხვალვე გაირკვევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი