მსოფლიო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით პლატოზე გავიდა - ჯანმო

08 სექტემბერი 2021, 14:52 1065 ნახვა

მსოფლიო კორონავირუსის დაავადების თვალსაზრისით პლატოზე გავიდა, თუმცა სხვადასხვა რეგიონში ვითარება განსხვავებულია. ამის შესახებ  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა მარია კერხოვემ განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, ასევე საკმარისი ვაქცინა იმისთვის, რომ ის გამოვიყენოთ მთელ მსოფლიოში. ჩვენ მივაღწიეთ პლატოს. თუმცა, ეს პლატო მაღალ დონეზეა. ბოლო პერიოდში, ყოველდღიურად ვლინდება დაინფიცირების 4.5 მილიონი შემთხვევა და 72 ათასი გარდაცვალების ფაქტი. თუმცა სხვადასხვა რეგიონში შეიმჩნევა განსხვავებული ვითარება," - აცხადებს მარია ვან კერხოვე. 

ბრიტანეთში ვირუსის 37 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კვლავ მზარდია შემთხვევების საერთო რიცხვი შეერთებულ შტატებში, ქვეყანას ორი დოზით მოსახლეობის 64 პროცენტზე მეტი ჰყავს აცრილი. იტალიაში კი მოქალაქეებს ჩOVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი