საქართველო 100 000 დოზა ''სინოფარმს'' საჩუქრად მიიღებს - ჯანდაცვის მინისტრი

08 სექტემბერი 2021, 11:48 1031 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო ,,წითელი ჯვრისგან'' 100 000 დოზა ''სინოფარმს'' საჩუქრად მიიღებს. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინა ქვეყანაში შაბათს ჩამოვა. 

''გვაქვს ძალიან სასიხარულო ამბავი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ''სინოფარმს'' ირჩევენ. მადლობა მინდა გადავუხადო ''წითელ ჯვარს'', რომლისაგანაც ჩვენ 100 000 დოზა ''სინოფარმს'' საჩუქრად მივიღებთ შაბათს. რაც მოგვცემს საშუალებას ორშაბათიდან კვლავ განახლდეს, როგორც რეგისტრაცია ასევე დაჯავშნის გარეშე ვაქცინაცია. ჩვენ კვლავ ვრჩებით საკმაოდ ფართო ასორტიმენტით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში'' - განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი