გოდოს მოლოდინში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის კიდევ ერთი დაპირება, რომ იგი საქართველოში მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაბრუნდება, იგივე მან სხვა არჩევნების დროსაც განაცხადა, თუმცა მაშინ აქ ჩამოსვლა გადაიფიქრა. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებებით მიხეილ სააკაშვილი არღვევს ოპოზიციურ ერთობას, ნაწილი კი მის ჩამოსვლას მიესალმება. ხელისუფლებაში კი განცხადებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ და ამბობენ, რომ სააკაშვილი ძებნილი და აქ ჩამოსვლის შემთხვევაში მას სასამართლოს წინაშე მოუწევს დადგომა