ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყების პროცესი.
თამარ გაბუნიას განმარტებით, სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი დაბალია, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სწავლის დასაწყებად.
"კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყების პროცესი. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პედაგოგ-მასწავლებლებთან ერთად საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად გააქტიურდნენ სტუდენტები და რაც შეიძლება დროულად ჩაიტარონ აცრა“, - აცხადებს თამარ გაბუნია.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლები, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში იფუნქციონირებენ.
4 ოქტომბრის შემდეგ იქნება დიფერენცირებული მიდგომა. იმ ქალაქში ან სოფელში სადაც იქნება 4 %-ზე ქვემოთ ინფიცირების მაჩვენე