ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების სერვისები

01 სექტემბერი 2021, 11:56 1472 ნახვა

იმისათვის, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოქალაქეებმა საკუთარი თავი იპოვონ, ცესკო შემოწმების რამდენიმე გზას სთავაზობს. ამომრჩეველს შეუძლია იპოვოს საკუთარი მონაცემები ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე   შესაძლებლობა აქვს მისი და მისი ოჯახის წევრების მონაცემებს გაეცნოს,  რუკის საშუალებით ნახოს საარჩევნო უბნის მისამართი.

მონაცემების გადამოწმება ამომრჩეველს შეუძლია სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებითაც. წელს  სიებში მონაცემების გადამოწმება  აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც არის შესაძლებელი. პარალელურად  მიმდინარეობს კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“, რომლის ფარგლებშიც წარმომადგენლები საინფორმაციო ფლაერებს ავრცელებენ.

მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, ამომრჩეველს შეუძლია დარეკოს ნომერზე - 2 51 00 51.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში