გიორგი მარგველაშვილმა, აშხაბადში გაეროს კონფერენციაზე ვიზიტის ფარგლებში ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან მოჰამმად აშრაფ ღანისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიმართულებებით ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს; საუბარი სატრანსპორტო თანამშრომლობის თვალსაზრისით “Lაპის Lაზული”-ის პროექტის მნიშვნელობას შეეხო, რომელიც ავღანური მხარის ინიციატივით, ავღანეთიდან დასავლეთში სატრანსპორტო, სატრანზიტო და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. შეხვედრისას ავღანეთის პრეზიდენტმა რეფორმების გატარების კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარების სურვილი დააფიქსირა და ავღანეთის საჯარო მოხელეების საქართველოს შესაბამის უწყებებში გადამზადების შესაძლებლობებზე გააკეთა აქცენტი.