პირადობის მოწმობები უფასოდ

31 აგვისტო 2021, 11:57 1990 ნახვა

ხვალიდან 1 თვის განმავლობაში პირადობის დამადასტურებელი მოწმობები უფასოდ გაიცემა. ამისთვის იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართოთ.

ინიციატივა  იუსტიციის სამინისტრომ  მოსახლეობის  საარჩევნო პროცესში შეუფერხებლად მონაწილეობისთვის დაგეგმა.

დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში