დღეს დაგეგმილია ახალი პლატფორმის "მესამე ძალის" პრეზენტაცია. პოლიტიკური ორგაზინაცია გააერთიანებს როგორც "სტრატეგია აღმაშენებელს", ასევე, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას. არსებული ინფორმაციით, მესამე ძალის შემადგენლობაში "თავისუფალი დემოკრატები", "რესპუბლიკელები" და "რეფორმერები" არიან.
"სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად ადგილობრივ არჩევნებზე იბრძოლებს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.