ქორწილები, ქელეხები, მასობრივი თავშეყრა ქვეყანაში აკრძალულია, მიუხედავად ამისა რიგ დარბაზებში სოციალური ღონისძიებები მაინც იმართება - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა და პრემიერ მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა.
შოთა ბურჯანაძის თქმით ხშირ შემთხვევაში რესტორნებს სოციალური ღონისძიების გამართვის უფლებას თავად დამკვეთი სთხოვს და დაჯარიმების შემთხვევაში ჯარიმის გადახდას ჰპირდება. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს პერსონალის ვაქცინირებისკენ მოუწოდებს.