საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველომ რეკორდული, 28 მედლის მოპოვება შეძლო. ქართული დელეგაციის ანგარიშზე 16 ოქროს, 7 ვერცხლის, 5 ბრინჯაოს და ევროპის 10 რეკორდია. დაფიქსირებული 10 რეკორდიდან, 9 დებიუტანტ ხონელ ძალოსანს, მარიამ მურღვლიანს ეკუთვნის.
მან ჩვენს ქვეყანას 3 ოქროს მედალი მოუპოვა. მარიამმა სამივე დისციპლინაში წარმატებით იასპარეზა და გახდა პირველი ქართველი გოგონა, ვინც კონტინენტის პირველობაზე თავი ოქროს მედლებს მოუყარა.