უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლონდონის ''ჩელსისა'' და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჟორჟინიო გახდა.
29 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში ''ჩელსისთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგის და უეფას სუპერთასის გამარჯვებული გახდა, ხოლო იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩები 14/15 სექტემბერს გაიმართება, ხოლო ჯგუფური ტურნირი 7/8 დეკემბერს დასრულდება. ფინალი 28 მაისს, სანკტ პეტერბურგში გაიმართება.