IDFI-ის კვლევა

26 აგვისტო 2021, 18:04 1007 ნახვა

2020 წელს და 2021 წლის პირველ 6 თვეში სარეზერვო ფონდის მხოლოდ 13% მოხმარდა უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლას - ნათქვამია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევაში. დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სარეზერვო ფონდიდან სოლიდური თანხები გამოიყო ისეთ ღონისძიებებზე, რომელთა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინება შესაძლებელი იყო. უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯულია მხოლოდ 13% - ანუ 7 მილიონ 900 ათასი   ლარი, ყველაზე მეტი თანხა - 37% , რომელიც 22 მილიონ 700ათას ლარს აღწევს დაიხარჯა იუსტიციის სამინისტროს მიერ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეების წარმართვის პროცესებზე. 6 მილიონზე მეტი კი არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად დაიხარჯა .  დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ ნახევარ მილიონ ლარამდე თანხას მინიჭებული აქვს გრიფით საიდუმლო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში