ქაბულის აეროპორტში განვითარებულ მოვლენებს ნატო-ს გენერალური მდივანი გამოეხმიანა. „ გვსურს, უფრო მეტი დრო გვქონდეს, რათა მაქსიმალური რაოდენობის ხალხი გავიყვანოთ. ამასთანავე, თუ 31 აგვისტოს შემდეგ დავრჩებით, განსაკუთრებით თუ არ გვექნება „თალიბანის“ სულ მცირე უსიტყვო თანხმობა, თავდასხმების რისკი გაიზრდება“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით კი, „თალიბანი“ საევაკუაციო პროცესის გახანგრძლივების წინააღმდეგია, თუმცა მათი თქმით, ხელს არ შეუშლიან იმ ავღანელებს და უცხოელებს, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ.