ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტი უაღრესად წარმატებული იყო - ამბობს ვიცე-პრემიერი.
დავით ზალკალიანის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულება, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური თანამშრომლობის განზომილება, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა.