საქართველოში კორონავირუსის 5924 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 60 პაციენტი

24 აგვისტო 2021, 10:44 1135 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 4 777 პაციენტი, გარდაიცვალა 60.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 10.93%, ბოლო 7 დღის – 10.72%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 288 ტესტი. მათ შორის 35 185 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 103 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 302 შემთხვევა, აჭარა - 629, იმერეთი - 803, ქვემო ქართლი - 376, შიდა ქართლი - 381, გურია - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 412, კახეთი - 537, მცხეთა-მთიანეთი - 165, სამცხე-ჯავახეთი -77, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 85.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 840 საიდანაც 7 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 30 067-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 010 096 აცრა გაკეთდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი