ირაკლი ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა

23 აგვისტო 2021, 19:50 980 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავრცელებს.

გიორგობიანის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი ერთმანეთს ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში  შეხვდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად მესამე დღეა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ღარიბაშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა.

სამიტს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი