ლოკდაუნი არ იგეგმება - პაატა იმნაძე

23 აგვისტო 2021, 16:57 1091 ნახვა

ლოკდაუნი არ იგეგმება, საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება რეგულაციების დამატება, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე დამღუპველ ზეგავლენას არ მოახდენს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოზე ლოკდაუნის საკითხი არ განიხილება, განიხილება, რომ დაემატოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე არ მოახდენს დამღუპველ ზეგავლენას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე განმარტებით ეპიდემიოლოგური მაჩვენებელი ბათუმსა და თბილისში კლების ტენდენციისკენ წავიდა, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ელოდებიან რეგიონებში. პაატა იმნაძემ კახეთში მცხოვრებლებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

პაატა იმნაძემ ასევე დაადასტურა ორჯერ ვაქცინირებული პაციენტების გარდაცვალების შემთხვევა და განაცხადა, რომ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი