თურქეთი საზღვარს აძლიერებს

23 აგვისტო 2021, 11:52 1565 ნახვა

ავღანელები, რომლებიც ახერხებენ ირანის გავლით თურქეთის საზღვრამდე მისვლას, სამი მეტრის სიმაღლის კედლის, მავთულხლართების წინ ხვდებიან. ლტოლვილთა შედინების დაბლოკვის მიზნით,  თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში ძალისხმევას აძლიერებს - ინფორმაციას როიტერს-ი ავრცელებს.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში 182 000 რეგისტრირებული და 120 000 არარეგისტრირებული ავღანელი მიგრანტია. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, აიღონ პასუხისმგებლობა მიგრანტების ახალ ნაკადებზე და განაცხადა, რომ თურქეთი ევროპის მიგრანტების საცავი ვერ გახდება. თურქეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბარიერებს აძლიერებს.

საბერძნეთმა ახლახან დაასრულა 40 კილომეტრიანი ღობის აღმართვა და სათვალთვალო სისტემის დამონტაჟება, რათა თავიდან აიცილოს მიგრანტების შესვლა, რომლებიც თურქეთის გავლით  ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი