საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ "ყირიმის პლატფორმაში", მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფო ლიდერი დაესწრება. მანამდე კი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაღალი რანგის პირებს ხვდება.
ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, პოლიტიკურ-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და საერთაშორისო მისწრაფებებზე.