კლინიკების განტვირთვის მიზნით შედარებით მსუბუქ პაციენტებს საველე ჰოსპიტლებში ათავსებენ. ამ დროისთვის დიღმის საველე ჰოსპიტალში 20 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება, სადაც პაციენტების მიღება გუშინ დაიწყო.
ჰოსპიტალში კოვიდ სასტუმროებში მომუშავე ექიმები და რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მუშაობს.