რატომ ამონტაჟებდა ახალგაზრდა აიტის სპეციალისტი სარეკლამო ეკრანს მაღალსართულიან შენობაზე? ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს თუმცა, როგორც იურისტი განმარტავს ეს დასაქმებულის მოვალეობაში არ შედიოდა. ცნობისთვის, 30 წლამდე ახალგაზრდა რამდენიმე საათის წინ ბათუმში ფიროსმანის 19 ნომერში მდებარე მაღალსართულიანი შენობის მე-5 სართულიდან გადმოვარდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბიჭი გარდაცვლილი დახვდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ის ნაგებობაზე სარეკლამო ეკრანს ამონტაჟებდა. ტერიტორიაზე შემთხვევის მიზეზის დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. დაწყებულია