მოჭიდავე დიეგო ჩხიკვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

20 აგვისტო 2021, 20:50 2101 ნახვა

რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბათუმელი დიეგო ჩხიკვაძე გავიდა.

ფინალური შეხვედრა ხვალ გაიმართება, სადაც დიეგო რუსეთის წარმომადგენელ საიდ ჰუსეინ ბაკაევს დაუპირისპირდება.

აჭარის საჭიდაო სკოლის აღზრდილმა დღეს 4 შეხვედრა მოიგო. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ჩხიკვაძემ ფრანგი, ფინელი, თურქი და შვედი მეტოქეები დამაჯერებლად დაამარცხა.

ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟში გიორგი შპეტიშვილი იბრძოლებს. პირდაპირი რეპორტაჟი მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციის ვებ-გვერდზე იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში