ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აჭარასა და თბილისში ნახტომისებრი მატება მიმდინარე პერიოდში არ ფიქსირდება.
თამარ გაბუნიას განმარტებით, აღნიშნული სწორედ რეგულაციების გამკაცრებას უკავშირდება.
მისივე თქმით, სულ მცირე 2 კვირა სჭირდება, რომ დავინახოთ შეზღუდვის ეფექტი.
"გამომდინარე აქედან მიმდინარე და მომდევნო კვირა იქნება ის პერიოდი რაც სტაბილიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს.
დღეის მდგომარეობით მატება უფრო აღინიშნება იმ რეგიონებში, სადაც ინფექციის გავრცელება დაიწყო შედარებით გვიან.
აჭარასა და თბილისში ნახტომისებრი მატება მიმდინარე პერიოდში არ გვაქვს და ვფიქრობთ ეს უკავშირდება სწორედ იმ რეგულაციებს რაც დავაწესეთ"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.