კოვიდრეგულაციების დაწესებიდან მეოთხე დღე. ქვეყანაში აკრძალულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, დახურულია ბავშვთა გასართობი ცენტრები, გარკვეული შეზღუდვები აქვს სპორტდარბაზებს, მსოფლიო ეგიდით ჩასატარებელი ღონისძიებების გარდა ყველა ფესტივალი და მსგავსი ღონისძიება გაუქმებულია, ასევე მხოლოდ 23 საათამდე შეუძლიათ სტუმრების მიღება რესტორნებს.
შეზღუდვების დაწესებისთანავე სპეციალისტები ალაპარაკდნენ აღსრულების მექანიზმზე, რომ კონტროლი უნდა იყოს მკაცრი, ვიდრე აქამდე იყო.
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ხელახლა შემოღებული კოვიდშეზღუდვებიდან ყველაზე რთული ვითარება, შეიძლება ითქვას, ტრანსპორტთან დაკავშირებითაა.
მოქალაქეების ნაწილი ხშირად საუბრობს, რომ მიკროავტობუსებში დასაშვებზე მეტი მგზავრი გადაჰყავთ.