დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში რეგულაციების მონიტორინგი კიდევ უფრო გამკაცრდება.
ამირან გამყრელიძის თქმით, გაკონტროლდება როგორც რესტორნების მუშაობა, ასევე გარე სივრცეში პირბადის ტარება.
''საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. ჯანდაცვის სიტემა მუშაობს დაძაბულობის ზღვარზე. საჭიროა მეტი აქტიურობა ორი მიმართულებით. ეს არის რეკომენდაციების დაცვა.
გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. გარდა იმისა თუ კუს ან ლისის ტბაზე დადიხართ და ვარჯიშობთ, თუ მარტო ბრძანდებით არავინ მოგთხოვთ პირბადის ტარებას. მაგრამ დანარჩენს ადგილებში ყველგან იქნება მანდატორული. განსაკუთრებით გამკაცრდება მონიტორინგი რესტორნებში და სამასპინძლო დაწესებულებებში. შიდა სივრცეებიც გაკონტროლდება. რეკომენდაციაა უფრო მეტად გამოიყენონ გარე სივრცეები'' - განაცხადა გამყრელიძემ.