საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის პროცესი დასრულდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება 3 ათას 664 საარჩევნო უბნიდან. საოლქო საარჩევნო კომისიებმა ხელახალი კონკურსი 226 ვაკანსიაზე 151 საარჩევნო უბანზე გამოაცხადეს.
საოლქო საარჩევნო კომისიების 145-მა წევრმა ნათესაური კავშირის დადასტურების გამო, 155 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევაში არ მიიღეს მონაწილეობა.
იმ უბნებზე, სადაც სრულად ვერ შეივსო კომისიის შემადგენლობა, საოლქო საარჩევნო კომისია 3 დღის ვადაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეარჩევს.