აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 29 წელი გავიდა - დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მოქალაქეები, ომის ვეტერანები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დილიდან გმირთა მოედანზე მიდიან და მემორიალს გვირგვინებით ამკობენ.
ადგილზე იმყოფებოდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. თეა ახვლედიანის განცხადებით ეს არის საერთო ტრაგედია აფხაზთა და ქართველთა, რომელიც აუცილებლად უნდა დავძლიოთ მშვიდობის ძალით.