ბათუმში, ზურაბ გორგილაძის N2-ში სამართალდამცველების მიერ ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ერთ-ერთი დისტრიბუტორის ავტომობილი გაჩხრიკეს, რომელიც ყველის რეალიზაციას ეწეოდა.
აღნიშნული ავტომობილის ჩხრეკისას, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება.