საქართველოში კორონავირუსის 5 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი

13 აგვისტო 2021, 10:55 1411 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 5359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ  2726 ადამიანი, გარდაიცვალა 42 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 937 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30325, „პისიარ“ ტესტით – 20612.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,52%, ბოლო 14 დღის – 9,9%, ბოლო შვიდი დღის – 10,74%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 187 შემთხვევა, აჭარა - 813, იმერეთი - 698, ქვემო ქართლი - 270, შიდა ქართლი - 307, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 335, კახეთი - 372, მცხეთა-მთიანეთი -148, სამცხე-ჯავახეთი - 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 35.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 471 685 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 415 146 გამოჯანმრთელდა, 6 321კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 741 353 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 432.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი