„ფაიზერი“ საკმარისია ქვეყანაში და მოვუწოდებ ყველა ორსულ ქალბატონს, ასევე მათ, ვინც დაორსულებას გეგმავს, აუცილებლად აიცრან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ გვაქვს რამდენიმე შემთხვევა ორსული ქალბატონის კოვიდით გარდაცვალების, ამიტომ უნდა აიცრას ყველა ორსული.
უნდა აიცრას ყველა ორსული, „ფაიზერი“ საკმარისია ქვეყანაში და მოვუწოდებ ყველა ორსულ ქალბატონს, ასევე მათ, ვინც დაორსულებას გეგმავს, აუცილებლად აიცრან. უკვე სამწუხაროდ გვაქვს რამდენიმე შემთხვევა ორსული ქალბატონის კოვიდით გარდაცვალების. ამიტომ გთხოვთ ყველას, აიცრათ. ასევე გთხოვთ ჩემს კოლეგებს, მეან-გინეკოლოგებს, რომელთ სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ორსული ქალბატონის მართვაში. როდესაც ქალბატონები კონსულტაციაზე მიდიან და იცით, რომ სახელმწიფო პროგრამით 8 ვიზიტი არის განსაზღვრული ექიმთან კონსულტაციების, ასევე ოჯახის ექიმთან, მათ ურჩიონ, რომ აიცრან. წელიწადში საქართველოში გვაქვს დაახლოებით 48 ათასი მშობიარობა, დაახლოებით 60 ათასამდე ქალბატონი ფეხმძიმდება საქართველოში, ყველას მოგიწოდებთ ვაქცინაციისკენ. დღეს 120-130 ათასი „ფაიზერის“ ვაქცინა დევს საწყობში პირველი დოზებისთვის, რაც ჯერ დაჯავშნილი არ არის, ამიტომ გთხოვთ ყველას, ვიაქტიუროთ, დავჯავშნოთ, მათ შორის ორსულ ქალბატონებს, რომ არ გვქონდეს სავალალო შედეგი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.