ვითარება ხელვაჩაურში

26 თებერვალი 2025, 19:53 157 ნახვა

15 ოჯახი დააზარალა დიდთოვლობამ ხელვაჩაურში. ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია ათასამდე ოჯახს, ხოლო 100 ოჯახი ბუნებრივი აირის გარეშე რჩება. მერის ინფორმაციით აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა და მოსახლეობას პრობლემა ეტაპობრივად მოუგვარდება.
რაც შეეხება დაზარალებულ იჯახებს, ზაზა დიასამიძის ინფორმაციით ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ზიანს კი მუნიციპალიტეტთან არსებული შესაბამისი კომისია შეისწავლის. ხელვაჩაურში ამ დრომდე თოვს, გზების გასაწმენდად სოფლებში მუშაობს სპეცტექნიკა. ცენტრთან დამაკავშირებელი გზების დიდი ნაწილი უკვე აღდგენილია. პროცესს ადგილზე გაეცნო დღეს მერი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობისა და სასწავლო პროცესის განახლებისთვის მნიშვნელოვანია გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა და კომუნიკაციების აღდგენა. ხელვაჩაურის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრი, ზოგან უფრო მეტიც, ხოლო დაბლობში 1 მეტრს აღწევს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი