დაჯარიმებული სარიტუალო დარბაზების მფლობელები აცხადებენ, რომ სანქცია მათ წინააღმდეგ წინასწარი გაფრთხილების გარეშე გატარდა.
ღონისძიებების ორგანიზატორების ინფორმაციით, დაგეგმილი ქორწილის ჩაშლა შეუძლებელია და ისინი მიცემულ პირობას ერთი დღით ადრე ვერ გააუქმებდნენ, მომდევნო დღეებში ჩანიშნული შეკვეთები კი გააუქმეს.
რეგულაციების დარღვევის გამო აკრძალული საქმიანობის ფაქტზე შრომის ინსპექციამ აჭარაში 10 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმა. მათგან 2-ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა.