13 წელი შინდისის ბრძოლიდან. დაღუპული გმირების მემორიალი ბათუმში ყვავილებით შეამკეს ომის ვეტერანებმა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა. გაიხსენეს შინდისის გმირების თავგანწირვა და დაგმეს ოკუპაცია.
შინდისის გმირების მემორიალური დაფა და მონუმენტი ბათუმში 2008 წლის აგვისტოს ოკუპაციის შემდეგ დაიდგა, სკვერს კი შინდისის გმირების სახელი ეწოდა.
შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში.
სოფელ შინდისში მტერთან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში 17-მა ქართველმა ჯარისკაცმა სიცოცხლე შესწირა საკუთარ ქვეყანას.