ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმ ტრენერთა გადამზადება დაიწყო, რომლებიც მოგვიანებით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარებენ ტრენინგებს.
ღონისძიებას ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი დაესწრნენ.
როგორც სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, გადამზადების პროცესი 12 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ჯამში 200-ზე მეტი კომისიის წევრი გადამზადდება.