მერაბ სეფაშვილი კონცერტებს აუქმებს

10 აგვისტო 2021, 21:32 2288 ნახვა

მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, ყველა დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტახნის წინ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

"გაუქმებული მაქვს ყველა კონცერტი და გთხოვთ ყველას დაიცავით რეგულაციები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს", - წერს მომღერალი.

10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში