„ფაიზერის“ ვაქცინით მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს, 10 აგვისტოს დაიწყო - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აცრის პროცესი კი 15 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.
რეგისტრაცია შეუძლიათ 16 წლის და უფროს საქართველოს მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, https://booking.moh.gov.ge/-ზე.
მოქალაქეებს ასევე საშუალება აქვთ დარეკონ ნომერზე 15 22 და ვიზიტი კონსულტანტის საშუალებით დაჯავშნონ.